საკრებულოს მორიგი სხდომა

6 November, 2023

6 ნოემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და დამტკიცების შესახებ.

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალური სტადიონისათვის იური სიჭინავას სახელის მინიჭების თაობაზე პროექტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცების შესახებ.

საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხების დამტკიცებას.

 

Share page