დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

4 September, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის, ადმინისტრაციული სამსახურის, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“, ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩხოროწყუს სატყეო უბნის და ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტში მუხურის, ნაფიჩხოვიოს, ნაკიანისა და ახუთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე გამოიყოფა ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები. აბონენტების ქსელში ჩართვა ეტაპოვრივად ხორციელდება. ამ ეტაპზე, 1 200ზე მეტი აბონენტის ქსელში ჩართვა უკვე დასრულებულია. გრძელდება აბონენტების განცხადებების მიღება.

მერმა სამსახურის უფროსებისა და მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებების თაობაზე.

შეხვედარაზე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

 

Share page