პროექტის - ,,სამეგრელოს მხარის სათემო ტყის მართვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

8 September, 2023

დღეს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრების“ წარმომამდგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროექტის - ,,სამეგრელოს მხარის სათემო ტყის მართვის“ განხილვის მიზნით ფინალური, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტების შედეგების პრეზენტაცია.მხარეებმა ასევე განიხილეს მუნიციპალური ტყეების პერსპექტივები რეგიონში.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ადგილობრივი თვითთმამართველობების, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ჩხოროწყუს, მარტვილის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები, დაინტერესებული პირები.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალური ტყის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურები და მუნიციპალიტეტის მიერ სათემო ტყის მართვასთან დაკავშირებული ფინანსური და ტექნიკური საკითხები.

ა(ა)იპ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში (მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა) განახორციელა პროექტი „სამეგრელოს მხარის სათემო ტყის მართვის საკითხების შესწავლა“, რომლის მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე მუნიციპალური (სათემო) ტყეების განვითარების შესაძლებლობების შეფასება.

 

Share page