ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა
დღეს ,,დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველოს“ კვირეულის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს.
დასუფთავდა ცენტრალური ქუჩები, სკვერები, პარკები, გზებისა და მდინარის სანაპიროები. დასუფთავების მასშტაბური აქცია მუნიციპალიტეტის ქალაქსა და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
საქართველოში კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ 2010 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით ტარდება.
დასუფთავების აქცია ჩხოროწყუში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კოორდინატორ თამთა ჭითანავას ორგანიზებით ჩატარდა.