მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდული სათათბიროს ახალ შემადგენლობას შეხვდა

3 August, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობისა საქმეთა განყოფილების უფროსი თეა ტყებუჩავა და სპეციალისტი ახალგაზრდულ საკითხებში ვარლამ თოდუა ახალგაზრდული სათათბიროს ახალ შემადგენლობას შეხვდნენ .

ახალგაზრდული სათათბირო მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაკომპლექტდა. სათათბიროში 22 ძირითადი და 10 ასოცირებული წევრი ირიცხება.

სათათბირო მოხალისეობრივი სტრუქტურაა ,რომლის მისიაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ისეთი გარემოს ფორმირებას,რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობას.

ახალგაზდული სათათბიროს ძირითადი დანიშნულებაა ასევე ადგილობრივ თემში მცხოვრები ახალგალგზრდების საჭიროებებისა თუ მოსაზრებების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და მათი ინტერესების ადვოკატირება.

შეხვედრაზე სათათბიროს წევრებმა ახალგაზრდების საჭიროებებზე წარმოადგინეს ონლაინ კვლევის შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ,,ახალგაზრდული დღეები 2023-ის“ ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.

,,ახალგაზრდული დღეები 2023“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 17 აგვისტომდე გაგრძელდება.

ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება.

 

Share page