გრძელდება ,,ახალგაზრდული დღეები 2023 “
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ჩხოროწყუში, 21 აგვისტოდან მიმდინარეობს ,,ახალგაზრდული დღეები 2023 “, რომლის ფარგლებშიც ტარდება გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები. აქტივობებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა. მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები-2023“ საინტერესო პროგრამით გაგრძელდება. 25-26 აგვისტოს სოფელ მუხურში ჩატარდება მენჩურუა და პლაჟის ფრენბურთი.
„ახალგაზრდული დღეები-2023“ 25 აგვისტოს დასრულდება.