დასრულდა სოფელ ლეწურწუმეში, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღაში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია

5 July, 2023

დასრულდა სოფელ ლეწურწუმეში, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღაში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ფასადები, სველი წერტილები, გამოიცვალა იატაკი, კარ-ფანჯრები და ჩატარდა ოთახების კოსმეტიკური სამუშაობი. ჩატარებული სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს. ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე სოფელ ახუთსა და მუხურში. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ჩატარდება.

 

Share page