დღეს, ქალაქ ჩხოროწყუში , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” ჩატარდა

18 June, 2023

 დღეს, ქალაქ ჩხოროწყუში , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” ჩატარდა. ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცეები, ფოტო სტენდები, პავილიონები მოეწყო. პატარები ძალიან გაახალისა თითების თეატრმა და საპნის ბუშტების შოუმ. გაიმართა ასევე ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. მუსიკალური საღამო ქუჩის ბიჭების გალაკონცერტით დასრულდა. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

#მუსიკალურისაღამოები

 

Share page