სოფელ ლეწურწუმეში გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი ასფალტის საფარით რეაბილიტირდება

5 May, 2023

სოფელ ლეწურწუმეში გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი ასფალტის საფარით რეაბილიტირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხრეშვითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას. სოფელ ლეწურწუმეში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ადგილზე გაეცნენ.

 

Share page