დღეს კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდა

11 May, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ადგილობრივი კოორდინატორის თამთა ჭითანავას ორგანიზებით ისტორიული მუზეუმის დარბაზში ჩატარდა კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიება. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები -საქართველოს თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დასუფთავების სამსახურისა და კონკურსში მონაწილე სოფელ ლესიჭინეს საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები. „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციაში ,,სუფთა სოფელი“ ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ლესიჭინეს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს გადასცა 500 ლარიანი ვაუჩერი შეტანილი წვლილისთვის. ღონისძიებაზე ასევე გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ააიპ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას შორის. კონკურსი 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონის“, „სუფთა მუნიციპალიტეტის“, „სუფთა ქალაქი/დაბის“, „სუფთა სოფელი/თემის“, „სუფთა/ლამაზი ქუჩის“, „სუფთა/ლამაზი ეზოს“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზოს“, „ლამაზი აივნის“ და “ლურჯი ნაკადული“ გამოვლენა.  „სუფთა რეგიონის“ კონკურსში პირველად ჩაერთო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. ნომინაციაში ,,სუფთა სოფელი“ ლესიჭინეს ადმინისტრაციულმა ერთეულმა მიიღო მონაწილეობა და სპეციალური კომისიის მიერ გამაჯვებულად დასახელდა.

 

Share page