ყველა მე-12 კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას
ყველა მე-12 კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას!
დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების ახალი პერსპექტივებითა და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებით არაერთხელ ასახელებთ ჩვენს მუნიციპალიტეტსა და უდიდეს წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში.
წარმატებებს, დასახული მიზნების ასრულებას, ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას გისურვებთ!
პატივისცემით, დათო გოგუა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.