სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

5 April, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

სოფელ ჭოღაში, ლექობალეს უბანში 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება.

სამუშაოებს შპს ,,მაგნისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი-1-ის“ ფილიალი საქართველოში ახორციელებს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 282 500 ლარს შეადგენს.

სამუშაოები სრულად 2024 წელს დასრულდება.

Share page