მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

4 March, 2023

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი წრის მოსწავლეებმა მიიღეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, ლიტერატურულ კომპოზიციაში კი დედისადმი სითბო და სიყვარული გამოხატეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის მოადგილესთან და მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ერთად დაესწრო და დედებს 3 მარტი მიულოცა.

 

 

 

Share page