დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

6 March, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია და ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ჯიქია ესწრებოდნენ. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ , ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულებულია, პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 446 000 ლარი დაიხარჯება. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სახელმწიფო და მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა მიმდინარე საკითხებზე.

 

 

 

 

Share page