31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა დაწესებულებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მის ღვაწლსა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მღვდელმა გიორგიმ (ქვარცხავა) ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.