მუნიციპალიტეტის მერმა 24 საათიან რეჟიმში მომუშავე უწყებებსა და ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა

7 January, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე უწყებებსა და ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სახანძრო- სამაშველო სამსახურში, გადაუდებელი დახმარების ცენტრში და მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებში იმყოფებოდნენ, მათ საშობაო ნობათი გადასცეს და ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვეს. ასევე, სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანმა, მარტოხელა, მძიმე ეკონმიკურ პირობებში მყოფმა ასმა ოჯახმა საახალწლო საჩუქარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ,თითოეულმა 100-100 ლარი მიიღო.

+5

Share page