მუნიციპალიტეტის მერი წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თეა ტყებუჩავა და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი რამაზ კოხია. მერი სპორტის სფეროში არსებულ საჭიროებებს გაეცნო, მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო და მომავალი თანამშრომლობისთვისაც მზაობა გამოთქვა. დათო გოგუამ 2022 წლის წამატებული სპორტსმენები,მწვრთნელები და სპორტის პედაგოგები სპორტის სხვადასხვა სფეროში რეგიონალური, რესპუბლიკური და საერთაშორისო შეჯიბრებებში მოპოვებული გამარჯვებებისთვის დიპლომებით დააჯილდოვა. მათ გადაეცათ ასევე ფულადი პრიზები.