სოფელ ლეწურწუმეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად ადგილზე გაეცნენ სოფელ ლეწურწუმეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას.