“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

8 February, 2023

 “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს და საერთო კრებებს დღეს სოფელ ხაბუმეში, ჭოღასა და გარახაში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი დავით გახარია ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას გააცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული სახლმწიფო პროექტები.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად საუბნო გზების, გარე განათების, სკვერების , სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი.

 

Share page