საკრებულოს ბიუროს სხდომა

6 February, 2023

30 იანვარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას.

 

Share page