კომისიის სხდომა

13 January, 2023

10 იანვარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ გოგუა უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

კომისიის წევრებმა საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

 

 

Share page