ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო დღესასწაული ,,ჩხოროწყუობა 2022” აღინიშნება

23 October, 2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო დღესასწაული ,,ჩხოროწყუობა 2022” აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში, სოფელ მუხურში, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში პოეტის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ლაშა გახარიას ოჯახის წევრებთან, პოეტებთან, პოეტის მეგობრებთან, მისი პოეზიის თაყვანისმცემლებთან ერთად დაესწრო. სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, გაიმართა კონცერტი. ასევე, ,,ჩხოროწყუობა 2022-ის“ ფარგლებში ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ჯგუფ ,,ურსას“ მონაწილეობით, დაჯილდოვდებიან საპატიო ჩხოროწყუელები. გაიმართება სახალხო სეირნობა, მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

Share page