შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებთან

27 October, 2022

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი დავით გახარია ესწრებოდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა დათო გახარიამ მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, ,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ, რაც მეცხოველეობის დარგში დასაქმებული ქალ ფერმერების 80%-იან ხოლო მამაკაც ფერმერების 60% დაფინანსებას გრანტის სახით უზრუნველყოფს. განიხილეს ასევე პროგრამა ,,დანერგე მომავალი“. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

Share page