დასუფთავების აქცია

14 September, 2022

ყოველი წლის სექტემბერში მთელ მსოფლიოში იმართება

საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც დაფუძნდა 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და

ჩართულია 130-ზე მეტი ქვეყანა.

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 2010 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით ტარდება.

მიმდინარე წელს კამპანია ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე".

დღეს, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მთელ მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა მიიღეს. პროექტს ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების ჩხოროწყუს კოორდინატორი თამთა ჭითანავა. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“) მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

 

Share page