,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

15 February, 2022

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. თათბირს მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ესწრებოდნენ. დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ჩატარდება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები 23 თებერვლიდან დაიწყება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 446 000 ლარი დაიხარჯება. თათბირზე ასევე მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

 

Share page