დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სინოფარმის ვაქცინით აიცრა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სინოფარმის ვაქცინით აიცრა. ,,მინდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდო, რამეთუ ის ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველა პირობაა შექმნილი ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის. ქალაქ ჩხოროწყუში, 3 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს, ასევე, ვაქცინაცია მიმდინარეობს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილზე რეგისტრაციით, პროფესიონალი და გამოცდილი ექიმებისგან შემდგარი მობილური ჯგუფების მიერ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია! ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის პანდემია!“- განაცხადა დათო გოგუამ.
მუნიციპალიტეტის მერი აცრის შემდეგ სოფელ მუხურში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს გაეცნო და აღნიშნა, რომ მოქალაქეების აქტივობა მაღალია.