სოფელი მუხური ფოლკლორის VI საერთაშორისო ფესტივალს ,,ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლებს

29 July, 2021

29 ივლისს სოფელი მუხური ფოლკლორის VI საერთაშორისო ფესტივალს ,,ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე, პოლონეთის, უკრაინის, თურქეთის ცნობილი ფოლკლორული ანსამბლები. კონცერტი ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით ჩატარდება. ღონისძიების თანაორგანიზატორია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური. დასწრება თავისუფალია!

Share page