ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში "მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის" რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში "მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის" რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, , რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ერთობლივად ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოსა და „მშვიდობისა და განვითარების აკადემიის“ მიერ და რომლის ფარგლებშიც ადგილზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა შეიქმნება. შეხვედრაზე განიხილეს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევა, რომელსაც ეფუძნება ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი. შეხვედრა სტრატეგიის დოკუმენტზე სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომელსაც მოწვეული ექსპერტი რატი ჭეიშვილი წარუძღვა, მასში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უშუალოდ ახალგაზრდები ჩაერთვებიან.