ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დღეს სოფელ თაიაში საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

8 April, 2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დღეს სოფელ თაიაში საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნული ხიდით ორი ადმინისტრაციული ერთეული - თაია და ნაფიჩხოვო უკავშირდება ერთმანეთს. ხიდი ამორტიზებული იყო და აღნიშნულ სოფლებს შორის ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია, დარჩენილია მცირე სამუშაოები, რომელიც ამ დღეებში დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.

+2

Share page