მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დღეს სოფელ ახუთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მეორე ახუთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით 3.კმ.ზე ხორციელდება. პროექტი მდინარე ოჩხომურსა და ზანაზე ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგ.განვითარების ფონდის მიერ 2 900 088 ლარით ფინანსდება. პროექტი გარდამავალია და 2021 წლის ნოემბერში დასრულდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გზის ბეტონის საფარით სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ასევე სოფელ კირცხში.