,,ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია
საქველმოქმედო ფონდმა ,,ცედაკა" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კომპაქტურად დასახლებულ დევნილებსა და ადგილობრივებს სასურსათო კალათა გადასცა. სასურსათო პაკეტი ფონდის წარმომადგენლებმა , მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სოციალურად დაუცველ , მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს სახლში მიუტანეს. დახმარება ამ ეტაპზე 30-მა ოჯახმა მიიღო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები აღნიშნული კატეგორიის ოჯახები საქველმოქმედო ფონდ „ცედაკასგან “ დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ.