მუხურში ორი ევროპული სტილის სასტუმრო შენდება
სოფელ მუხურში ევროპული სტილის, ორი 30-30 ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმროს კომპანია ,,Mukhuri Resort” აშენებს. ორივე სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 11 მილიონ ლარამდეა. პირველი სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სასტუმრო, რომელსაც მდინარე ხობისწყალზე ჩასასვლელი გვირაბია აქვს არქიტექტურულად ევროპულ და კოლხურ სტილს მოიცავს, სასტუმროს დიზაინში ნოქალაქევის არქიტექტურული ფრაგმენტებიც ფიგურირებს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს „ლაკადა გრუპი“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოებში დგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.