სადღესასწაულო დღეების დახმარება

მუხლი 15. საკვები პროდუქტებით დახმარება

1. შობა-ახალი  წლისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, სასაჩუქრე პაკეტი საკვები პროდუქტებით  გაიცემა: ა) მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციარებზე;

ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე;

გ) სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებულ პირებზე;

დ) უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე.

2. ბენეფიციარების შერჩევა ხდება  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების  მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

3. საკვები პროდუქტების პაკეტი შეიძლება გაიცეს იმ პირებზეც, რომლებიც სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დროებით საჭიროებენ ასეთ დახმარებას,  რაც დასტურდება შესაბამისი გარემოებებით/დოკუმენტაციით.

 

Share page