ჩხოროწყუში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საკარმიდამო ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. დღეს თერმული ნისლის ტექნოლოგიით ,56 ერთეული ტექნიკის მიერ, საკარმიდამო ტერიტორიები დამუშავდა შემდეგ სოფლებში: ქალაქ ჩხოროწყუ, ახუთი, კირცხი, ლესიჭინე, ლეწურწუმე, ქვედა ჩხოროწყუ. ღონისძიებების დაწყებას, მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი,ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსი დავით აშორდია, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. ღონისძიებების დაწყების შესახებ, მოსახლეობას შეტყობინება გზავნილების სახით, 24:00 საათით ადრე ეგზავნებათ. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება. აღსანიშნავია, რომ თერმული ნისლით დამუშავების მეთოდს არ გააჩნია ნარჩენი ეფექტი, პრეპერატი არ რჩება მცენარეებზე (ბოსტნეული, ხეხილი, მარცვლეული და სხვ). ფაროსანაზე მოქმედებს პირდაპირი კონტაქტით და ადგილზე ანადგურებს. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების შესახებ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია. #ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას ცხელი ხაზი: 15 01