მერმა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან მორიგი შეხვედრა გამართა

11 September, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დღეს საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია, ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ბადრი ქებურია, ამავე დაწესებულების წარმომადგენლები . დათო გოგუა ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღების მზაობით დაინტერესდა. მუნიციპალიტეტის მერმა მენეჯერებისგან ბაღებში არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო და აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება. საჭიროების მიხედვით იცვლება სახურავი, კარ -ფანჯრები, იატაკი, ტარდება კოსმეტიკური სამუშაოები, ეწყობა ფასადები და სველი წერტილები. სამუშაოებს რეგ.განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს. საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს, ხოლო იმ საააღმზრდელო დაწესებულებებში,სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სწავლა ერთი კვირის შემდეგ დაიწყება. შეხვედრაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

 

Share page