სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩხოროწყუში

18 September, 2019

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ვერავა, ნინო ვიბლიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია, თანამშრომლებთან ერთად , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს: გოჩა ჩიქოვანსა და ვალერი თოდუას შეხვდნენ და მუნიციპალიტეში მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ ასევე ქალაქ ჩხოროწყუსა და ქვედა ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებს და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს ქალაქ ჩხოროწყუში არსებული უფასო სასადილო, შეხვდნენ ბენეფიციარებს და მომსახურებისა და მენიუს ხარისხით დაინტერესდნენ. აღნიშნული სასადილოთი 33 ბენეფიციარი სარგებლობს. მათ უმრავლესობას საკვები სახლში დააქვს, ნაწილი კი იქვე სადილობს. მომავალი წლისთვის აქ როგორც კვების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ასევე ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი და სააქტო დარბაზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კულტურის სფეროში დაგეგმილ სიახლეებსა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა ბიბლიოთეკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. შეხვედრას მერის მოადგილეები, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

Share page