მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30 July, 2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჩიქოვანმა, საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება. საჭიროების მიხედვით შეიცვლება სახურავი, კარ -ფანჯრები, იატაკი, ჩატარდება კოსმეტიკური სამუშაოები, მოეწყობა ფასადები და სველი წერტილები. სამუშაოებს რეგ.განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

 

Share page