ხელისუფლების წარმომადგენლები ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვდნენ

9 August, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს და ნაფიჩხოვოს (ლედარსალეს უბანი) , (ხანწკის უბანი) მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და სხვა ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან სოფლებში არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს, პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ამ ეტაპისთვის სოფელ ხაბუმესა და ჯუმითის უბანში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. დაგეგმილია ეწერის გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით 3 კმ.მანძილზე უკვე შედგენილია საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. პროექტის ღირებულება 2 100 000 ლარია. ლედარსალეს უბაში ,მდინარე ,,კამაზე“მიმდინარეობს სტიქიის მიერ დაზიანებული სახიდე გადასასვლელის მოწყობა. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში 218 000 ლარით ფინანსდება. ასევე, სოფელ ნაფიჩხოვოში ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და სასმელი წყლის დაქსელვითი სამუშაოები. მიმდინარე თვეში დაიწყება ხანწკის უბანში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. მოსახლეობა ლედარსალეს უბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, სკოლის რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, სოფელ ხაბუმეში გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციას,სასმელი წყლის სისტემის მოწყობას,ხოლო ხანწკში ასფალტირებული გზის და სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ითხოვს.

 

Share page