მერი ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში დღეს ბოლო ზარი დაირეკა. მეთორმეტე კლასელები სკოლაში წარწერებითა და სახალისო ნახატებით გაფერადებული თეთრი პერანგებით მივიდნენ. მათ ერთმანეთს სურვილები გაუზიარეს და სკოლას, მასწავლებლებსა და მეგობრებს დაემშვიდობნენ. ახალგაზრდებმა სკოლის კედლებში გატარებული წლები ხალისიანად გაიხსენეს. დამსწრე საზოგადოება სკეტჩებითა და მხიარული შარჟებით განსაკუთრებულ განწყობაზე დააყენეს. ბოლო ზარის ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო. მან მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ნაყოფიერი და წარმატებული მომავალი უსურვა. საჯარო სკოლების მოსწავლეები ბოლო ზარის აღნიშვნის თარიღს თავად ირჩევენ. ზოგ სკოლაში ბოლო ზარმა უკვე ჩამოკრა, ზოგში, ის 20 მაისს დაირეკება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წელს სკოლას 224 მოსწავლე დაამთავრებს.