შესრულებული პროექტების ანგარიში

6 March, 2019

დღეს სოფელ ხაბუმეს კულტურის სახლის სააქტო დარბაზში პროგრამა ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ფარგლებში ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას 3 წლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით შესრულებულ პროექტებზე ანგარიში ჩააბარეს. ღონისძიბას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სოფლის კულტურის სახლის დარბაზი პროექტ ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით სრულად რეაბილიტირდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

 

Share page