მერთან მოქალაქეთა მიღება გაიმართა

15 February, 2019

 დათო გოგუამ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობის გაწევას დაჰპირდა ,ასევე, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძვანელებს დაავალა შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარონ მოქალაქეებს. ადგილობრივებმა მერს დახმარების გაწევა ძირითადად სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის და სხვადასხვა საკითხის ირგვლივ სთხოვეს. მოქალაქეთა მიღებას წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მერის მოადგილეები და მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები სამშაბათი და პარასკევია, თუმცა, დათო გოგუა, საჭიროების შემთხვევაში, მათ ყოველდღე ღებულობს.

 

 

Share page