საინფორმაციო შეხვედრა
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და საკრებულოს წევრი ჯანო პერტაია ა(ი) პი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსს ნინო ჯომიდავას შეხვდნენ და მოისმინეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გრიპის ეპიდემისათან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე . როგორც შეხვედრაზე ნინო ჯომიდავამ განაცხადა მუნიციპალიტეტში დღის მდგომარეობით პანიკის საფუძველი არ არსებობს, არ დაფიქსირებულა გართლებული სიტუაცია . გრიპის სეზონთან დაკავშირებით გაზრდილია პაციენტთა მომართვიანობა, უბნისა და სტაციონარის ექიმები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში არის ,,ტამიფლუს" საკმარისი მარაგი, რომელიც გაიცემა სამედიცინო ფორმა N100 საფუძველზე ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულებისა და ქრონიკული ავადმყოფებისთვის . მუციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თავად მოინახულებს ავადმყოფებს რაიონულ საავადმყოფოში და ადგილზე გაეცნობა არსებულ მდგომარეობას.