სოფელ კირცხში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ საკრებულოს წევრ ვალერ იზორიასთან ერთად, სოფელ კირცხის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ კირცხში #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ . პროექტი , გარდა შენობის რეაბილიტაციისა, სკოლის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება.