ლეწურწუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლეწურწუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება. ასფალტირებული გზის დაგება კოლომეტრნახევრიან მონაკვეთზე უკვე დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ასევე ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების, ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება, ის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2 396 069 ლარით ფინანსდება.