სოფელ ზუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ ზუმში, მიქავას მიმართულებით, აქტიურად მომდინარეობს საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 490 000 ლარით აფინანსებს. აღნიშნული სამუშაოები დღეს მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ზედამხედველობის განყოფილების უფროს კახა ფირცხელავასთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივებმა მადლიერება გამოთქვეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გამო და განაცხადეს,რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტრებული გზა არასდროს ყოფილა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე სანიაღვრე არხები. სამუშაოებს შ.პ.ს.,,ინდიკო“ასრულებს.