მერმა გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა
დღეს დასრულდა საგვარეულო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. ჩემპიონატი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. ის ,,ახალგაზრდული დღეები -2018-ის “ ფარგლებში მიმდინარეობდა და მასში 13 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს ცირამუებისა და გოგუების გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველ ადგილზე გასულ ცირამუების გუნდს 400 ლარი,მეორე ადგილის მფლობელ გოგუების გუნდს 350, ხოლო მესამე ადგილოსან სიჭინავების გუნდს 300 ლარი გადაეცემათ. გამარჯვებულ გუნდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და შესაბამისი დიპლომები გადასცა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.