,,ახალგაზრდული ფესტივალი -2018“ დასრულდა

28 September, 2018

,,ახალგაზრდული ფესტივალი -2018“ დღეს გალაკონცერტით დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში სხვდასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიება გაიმართა. ფესტივალი მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიამ , მერიის სპორტისა და სახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა ედემ კვარაცხელიამ და თეა ტყებუჩავამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ გუნდებს გამარჯვება მიულოცეს და დიპლომებითა და ისინი ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს. საპრიზო ადგილების მფლობელი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გუნდებისთვის სპეციალური პრიზები დააწესეს: მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალგაზრდულმა მერიამ , საინფორმაციო ცენტრმა ,,კოლხეთი-89-მ“ და ნუგა გოგუამ. ,,ახალგაზრდული ფესტივალი -2018“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

Share page