ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად გრძელდება

3 September, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.  ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კონკრეტულ ლოკაციებში, ფერომონების მონტაჟი დასრულებულია. ადმინისტრაციულ ერთეულებში 1256 ფერომონია განთავსებული. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წამლობას ცივი შესხურების მეთოდით იმ სოფლებში ატარებენ, სადაც მწერის მოსაზიდი ,, მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული. ფერომონზე მოზიდული მავნებელი შეწამვლის შემდეგ სრულად ნადგურდება.  ფაროსანასთან ბრძოლის აბაშის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, ჩხოროწყუში, სიმინდის ფართობების მასივების ქიმიური დამუშავების მიზნით, 6 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.  სექტემბრის პირველი კვირიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.  მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

 

Share page