მერმა სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა

6 September, 2018

დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, მოადგილეებთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2017–2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ და მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება მიულოცეს. კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცეს, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ, დაბა ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯანო პერტაიამ და ახალგაზრდული მერიის ხელმძღვანელმა - ბექა გოგუამ.  თითოეულ თქვენგანს გილოცავთ სტუდენტობას! წინ დიდი გამოწვევები და საინტერესო წლები გელით. თავდაუზოგავი შრომის, ცოდნისა და მონდომების შედეგად, ყოველთვის მიაღწევთ დასახულ მიზანს. მაქსიმალურად ვეცდები ხელი შეგიწყოთ შესაძლებლობების რეალიზებაში. მიგულეთ თქვენ გვერდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!” – აღნიშნა დათო გოგუამ სტუდენტებთან შეხვედრისას.

 

Share page