კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო
დღეს დაიწყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ტურნირის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კობა წურწუმიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ, რომლებსაც სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ , მათ ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვეს და ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ტურნირში მუნიციპალიტეტის 16 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კობა წურწუმიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ტურნირი,რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება, მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა კობა წურწუმიას სახელობის გარდამავალი თასი. ასევე, საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები ფულადი პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.